გიორგი კვირიკაშვილი კათოლიკეებს აღდგომას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც დღეს აღდგომას ზეიმობს დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტი კვირიკაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. 

ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უკავშირდება ადამიანების ცოდვებისაგან დახსნასა და საყოველთაო განახლებას. აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია თითოეული ქრისტიანისთვის და ამით არის ის მათთვის გამორჩეულად ძვირფასი.

 

ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლასა და დიდ წარმატებებს.”

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცააძის შვილმა პროკურატურიდან გაფრთხილება მიიღო
შემდეგი სტატია“ევა ბარბაქაძე გონზე იყო, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო, სედაციის ქვეშ არის”