“ევა ბარბაქაძე გონზე იყო, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო, სედაციის ქვეშ არის”

შორენა ბეგაშვილი: მეკითხებოდა, თუ ჩამოვვარდი რატომ არ მოვკვდიო
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, მრავლობითი მოტეხილობებისა და მათ შორის, ხერხემლის მალების დაზიანების გამო, პაციენტი სედაციის ანუ ზედაპირული ძილის ქვეშ იმყოფება.
„პაციენტი ტრამვატოლოგებისა და ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია, მაგრამ მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. ევა ბარბაქაძე გონზე იყო, მაგრამ მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ხერხემალის მალები აქვს დაზიანებული, ამიტომ ის სედაციის ქვეშ არის. პაციენტს ოპერაციაც არ ჩატარებია“,- განაცხადი იაშვილის კლინიკაში.
კლინისკის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად ევა ბარბაქაძეს განმეორებითი კვლევები უტარდება, რის შემდგომაც დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა.
მორიგე ექიმის ნანი ყავლაშვილის ინფორაციით, პაციენტის თურქეთში გადაყვანის საკითხი იაშვილის ექიმთან არ განხილულა.
ამჟამად კლინიკაში შორენა ბეგაშვილი და ახლობლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
http://pia.ge/show_news.php?id=63619&lang=geo
banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი კათოლიკეებს აღდგომას ულოცავს
შემდეგი სტატიანუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის ჩემპიონია