გიორგი ცააძის შვილმა პროკურატურიდან გაფრთხილება მიიღო

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის შვილის, ელენე ცააძის დაკითხვა პროკურატურაში თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

დაკითხვაზე ის მას შემდეგ დაიბარეს, რაც ელენე ცააძემ სოციალური ქსელით საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს წარმოდგენილ მოწმეებზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბრალდების მოწმეებს ქეთევან მირიანაშვილსა და კობა გოგატიშვილს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და სახელი და გვარი აქვთ შეცვლილი.

„ჩემმა მოლოდინებმა გაამართლა, გამომძიებელმა კითხვები დამისვა მოწმეთა შესახებ თუ საიდან მქონდა ინფორმაცია, რა ინფორმაციას ვფლობდი კონკრეტულად და გამაფრთხილა, რომ ამ საქმეს ჩემთვისაც ედება ამჟამად უკვე გრიფით საიდუმლო და აღარ მაქვს უფლება რაიმე ტიპის ინფორმაცია გავაჟღერო ამ საკითხთან დაკავშირებით,”-აცხადებს ელენე ცააძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი კათოლიკეებს აღდგომას ულოცავს