გერმანული კლუბის ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად სახე შავად შეიღებეს

gerგერმანულმა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა რასისტული გამოსვლების პროტესტის ნიშნად, რომელიც მათი გუნდის ორი შავკანიანი წევრის მიმართ იყო გამოხატული, სახე შავად შეიღებეს და შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნეს.
საუბარია ქვედა საქსონიის რეგიონის კლუბ „დეინსტერ სბ“-ზე. ფოტო, ინციდენტის აღწერით, რომელიც თანაგუნდელ სუდანელებს ეხებოდა, გუნდის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მიგრანტების მიმართ ძალადობა ლაჩრობაა. ემირ და ამარ, თქვენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ და ჩვენ ბედნიერებ ვართ, რომ თქვენთან ვართ“ – ნათქვამია გუნდის პოსტში.

banner
წინა სტატიაშიბაქომ მთიანი ყარაბაღის ოპერაციის მიზნები დაასახელა
შემდეგი სტატიაThe Washington Post: „ისლამურ სახელმწიფოს“ ფული აღარ აქვს