The Washington Post: „ისლამურ სახელმწიფოს“ ფული აღარ აქვს

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელწმიფოს“ ფინანსური კრიზისი აქვს – ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ნავთობის ინფრასტრუქტურებზე ავიადარტყმებმა და ჯიჰადისტებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების წართმევამ ხელფასის გაცემა ძალიან გაართულა, რომელიც ისედაც, უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე თითქმის სანახევროდ შემცირდა. გამოცემის თანახმად, ამის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს – დაჯგუფების მეთაურებს შორის კონფრონტაცია, კორუფციის ფაქტები, დაუმორჩილებლობა და ქურდობა ბაევიკებს შორის. უკანასკნელი სადაზვერვო მონაცემებით, რამდენიმე ქვედანაყოფს ხელფასი უკვე რამდენიმე თვეა არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიგერმანული კლუბის ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად სახე შავად შეიღებეს
შემდეგი სტატია(Video)აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადა, სომხეთს კი ამის არ სჯერა