გერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა

გერმანიის ფედერალური მიწების წარმომადგენლობამ – ბუნდესრატმა, 22 სექტემბერს მთელი რიგი შესწოებები და ცვლილებები მიიღო საგზაო მოძრაობის წესებსა და კანონებში.
,,დოიჩე ველეს,, ინფორმაციით, ამიერიდან მანქანის მართვა აეკრძალებათ ჩადრით სახედაფარულ მუსლიმ ქალბატონებს.
გამკაცრებულია ასევე სიჩქარის გადაჭარბებასა და გზებზე რბოლის მოწყობის გამო სასჯელი. მსგავსი შემთხვევებისთვის ბუნდესრატმა ბუნდესტაგის მიერ მიღებული კანონის რატიფფიცირება მოახდინა, რაც დამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობას უქადის. თუ სიჩქარის გადაჭარბებას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, ამ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 10 წლით განისაზღვრება.
გამკაცრებულია აგეთვე ჯარიმები ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სხვადასხვა სამსახურების ავტომანქანებისათვის გზის არდათმობის გამო. რომელიც 320 ევრომდე ადის.

banner
წინა სტატიაში(video) სპეცაგენტის სკანდალური ინტერვიუ
შემდეგი სტატიასოფელ ჯუთაში კვლავ ხანძარია