სოფელ ჯუთაში კვლავ ხანძარია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში კვლავ ხანძარია. ცეცხლი ალპურ ზონაში, ბალახს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბალახი საძოვრების ტერიტორიაზე იწვის. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის და შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე ტექნიკის შეყვანა შეუძლებელია და ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში კვლავ მხოლოდ ცოცხალი ძალაა ჩართული.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა