(video) სპეცაგენტის სკანდალური ინტერვიუ

სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტის ინტერვიუ “კურიერს” – ალეკო სამუშიამ გლდანის ციხიდან დეტალურად გაიხსენა ყველა ის საიდუმლო დავალება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში ასრულებდა. მისი თქმით, ჯერ აფხაზი კრიმინალების ნდობა დაიმსახურა, შემდეგ კი მათგან საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის დავალება მიიღო. მერაბიშვილის და ძმები ახალაიების მოკვლისთვის რუს ოკუპანტებთან დაახლოებული პირები მილიონებს იხდიდნენ.

საიდუმლო აგენტი ამტკიცებს, რომ აფხაზეთში აჭარის მთავრობის მაშინდელი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციის დავალებაც მიიღო.

სამუშია აღიარებს, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს მან ქართველების მკვლელობაში, წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ვალმერ ბუთბა და მისი მეგობარი თამაზ კვეკვესკირი გალის ცენტრში, მათსავე მანქანაში დახოცა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცა.

აგენტის განცხადებით, საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, მას ქართული სპეცსამსახურები მფარველობდნენ, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის დააკავეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი გლდანის ციხეში მოათავსეს.

სპეცაგენტი დახმარებას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის დავალებით დააკავა და კრემლის მითითებით შესაძლოა, ის ციხეში მოკლან.

https://youtu.be/zTZMR7L_0as

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის რეპი – “ბარიგა,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა