გერმანიასა და აშშ-ში სირიაზე დარტყმებს ჩინეთისთვის სიგნალად მიიჩნევენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ სირიის ავიაბაზაზე ამერიკის ავიადარტყმებში ჩინეთისთვის მკაფიო სიგნალს ხედავს. პრეზიდენტმა ტრამპმა შემთხვევით არ გასცა დარტყმის შესახებ ბრძანება მაშინ, როცა აშშ-ში ჩინეთის ხელმძღვანელი სი ცზინპინი იმყოფებოდა. ამით ტრამპმა სტუმარს შეახსენა მის მიერ აღებული პასუხისმგებლობები – თვლის გერმანელი მინისტრი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შაირათის ავიაბაზაზე თავდასხმა სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, მაგალითად ჩრდილოეთ კორეისთვის – წერს დასავლური მედია

banner
წინა სტატიაშისაჭიროების შემთხევვაში აშშ სირიას კიდევ დაარტყამს
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: „ეს არის ღალატის ანატომია!“