გერმანელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ერაყიდან გერმანიაში გადაიყვანეს

ერაყელი ალი ბ. რომელმაც აღიარა, რომ 14 წლის გერმანელი სკოლის მოსწავლე სიუზანა მარია ფ. მოკლა, ერაყიდან გერმანაიში გადაიყვანეს. Bild-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ერაყის მოქალაქე იმყოფებოდა, მაინის ფრანკფურტში დაფრინდა, შემდეგ კი აეროპორტიდან ვეტმფრენით ვისბადენის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს სადაც მას დაკითხავენ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მისი კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვა. მერკელის თქმით, გოგონას სიკვდილმა მასზე და მთელს გერმანიაზე გამანადგურებლად იმოქმედა. ნებისმიერი დანაშაული კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს – თქვა კანცლერმა და დაამატა, რომ ყველასგან მოითხოვს ძალიან სერიოზულად აღიქვან ინტეგრაცია. “ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როცა კანონებს დავემორჩილებით” – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გუშინ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში ალი ბ-მ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მან გერმანიაში 14 წლის სკოლის მოსწავლე სიუზანა მოკლა – ერაყის ქალაქ დახუკის პოლიციის უფროსმა ტარიკ აჰმედმა ტელეკომპანია Rudaw-ის ეთერში თქვა. პოლიციელის ინფორმაციით, ალი ბ-მ გოგონა დავის შემდეგ მოკლა.

20 წლის ერაყელი ალი ბ. რომელიც გერმანელი სამართალდამცველების თქმით 14 წლის სიუზანას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, 8 ივნისს ერაყში ქურთმა უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს – გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. დაკავებული ივნისის დასაწყისში გერმანიიდან ერაყში ოჯახთან ერთად გაიქცა. ისინი სასწრაფოდ გადაფრინდნენ დიუსელდორფიდან სტამბოლში, იქიდან კი ერაყის ერბილში. მინისტრის თქმით, ალი ბ. ორი დღის წინ გერმანიის ფედერალური პოლიციის თხოვნით დააკავეს – “დოიჩე ველე” წერს.

14 წლის სიუზანა გერმანიის მაინცში მაისში დაიკარგა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მისი ცხედარი მეზობელ ქალაქ ვისბადენში იპოვა. ის თავდაპირველად გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული ორმა მამაკაცმა ჩაიდინა, 35 წლის თურქმა და ალი ბ-მ. პოლიციამ თურქი მამაკაცი დააკავა, თუმცა, გამოძიების თქმით, მის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობს და ის იმავე დღეს გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზი ტრამპის საქციელს “უპრეცენდენტო შეურაცხყოფას” უწოდებს
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს