„გენდერული საუბრები“ ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებელში

პროექტის „აირჩიე თანასწორობა“ ფარგლბში, რომელსაც „ჟირნალისტთა ქსელი გენდერული თაანასწორობისთვის“ საარჩევნო სისტმების განვითარების, რეფორებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს, მორიგი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში.
„გენდერული საუბები“ ამჯერად შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილობით შედგა. ღონისძიებას სხვა მსურველებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო თემატური ფილმი, რომლის გარჩევასაც დისკუსია მოჰყვა.
დისკუსიის შედეგად აღმოჩნდა, რომ დამსწრეთა ნაწილისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება საკითხი, თუმცა მათი დიდი ნაწილი გენდერული თანასწორობის მოხმრეა და თვლის, რომ ამმხრივ რეგიონის განვითარებისთვის ინტენსიური საინფორმაციო ხასიათის აქციები და შეხვედრებია საჭირო.
საუბარი იყო გენდერულ კვოტირებაზეც, რასაც დამსწრე სტუდენტების დიდი ნაწილი დაეთანხმა.
ცნობისთვის, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასათან ერთად არის იმ საკანონმედებლო ინიციატივის ხელმომწერი, რომელიც სავალდებულო გენდერულ კვოტირებას გულისხმობს და რომელსაც უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. არის ხელმოწერილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში და რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან.
პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმოამდგენლობა იქნება უზრუნველყოფილი.
„ჟურნალისთტა ქსელი გედერული თანაწორობისთვის“ მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი
შემდეგი სტატიაილია მეორე: მუსულმანები ჩვენთან იმაზე ცუდად არ ცხოვრობენ, ვიდრე თქვენთან