გამოძალვის ფაქტზე დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 15:06

გამოძალვის ფაქტზე დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული პირი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სხვა სტატიები

ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული პირი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა.

“ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ მამას აცნობა. ამის შემდეგ ბრალდებული არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა,” – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 15:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics