გამოძალვის ფაქტზე დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული პირი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა.

“ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ მამას აცნობა. ამის შემდეგ ბრალდებული არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა,” – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“უპასუხისმგებლობა და ბრიყვული საქციელი” – ოთარ კახიძე ნიკა მელიას პასუხობს