Facebook-მა და Instagram-მა მუშაობა აღადგინეს

სოციალურმა ქსელებმა Facebook-მა და Instagram-მა დღეს დილით ერთსაათიანი გათიშვის შემდეგ მუშაობა აღადგინეს.
ქსელები გაითიშა მთელ მსოფლიოში. ის მიუწვდომელი იყო როგორც პერსონალური კომპიუტერებისთვის, ასევე მობილური სერვისებისთვის. მიუწვდომელი იყო ასევე გაცნობის საიტი Tinder და რამდენიმე სხვა გვერდი.
გლობალური გათიშვის მიზეზი ცნობილი არ არის.
ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2014 წლის აგვისტოში მოხდა, როცა ათასობით მომხმარებელს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშილონდონში ლიტვინენკოს პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაკადიროვმა მოსახლეობას მოუწოდა Instagram-ით არ ისარგებლონ