დღეს დილით ევროს კურსი დოლართან მიმარტებაში1, 2%-ით დავარდა და 1, 1864 დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი კურსია 2006 წლიდან.
ევროს კურსის ვარდნა გამოიწვია ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის გამოსვლამ, რომელმაც მიანიშნა, რომ ბანკი მალე აპირებს დაიწყოს ე.წ. „რაოდენობრივი გამარტივების“ (QE) პროგრამა, რომლის მიზანი ფულის კუპიურის გაზრდაა.
როგორც ექსპეტრტები ამბობენ, პოლიტიკური კრიზისი საბერძნეთში ევროს კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულ მაჩვენებლამდე დაწეული საპროცენტო განაკვეთებით იყიდა საქმიანი ქაღალდები მთელი რიგი კერძო კომპანიებისგან, თუმცა „რაოდენობრივი გამარტივების“ ფართომასშტაბური პოლიტიკა დღემდე არ გამოუყენებია.