„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“

„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“

  „რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“„ჩვენ უკრაინის დახმარება გვინდა და არა რუსეთის დაჩოქება“ – განაცხადა გერმანიის ვიცე კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა გერმანულ გაზეთთან Bild am Sonntag.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლლანდმა კი თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მხოლოდ უკრაინაში განვითარებული კრიზისის მოგვარების შემთხვევაშია შესაძლებელი.
დღეს გერმანიაში გაიმართა რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები, რომელიც უკრაინის კრიზისს მიეძღვნა.
დასავლეთი რუსეთს სეპარატისტების იარაღით მომარაგებასა და დონბასში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობში სდებს ბრალს. რუსეთის მხარე ბრალდებებს არ ეთანხმება.
სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას დააწესეს მთელმა რიგმა ქვეყნება, რომელიც აღმსავლეთ უკრაინაში გამწვავებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ გაძლიერდა.
„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი რუსეთში პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის შექნა“ – განაცხადა გაბრიელმა და დაამატა, რომ „იმათ, ვისაც ეს უნდათ, შესაძლებელია ქაოსი იმაზე დიდი მასშტაბებით მიიღონ, ვიდრე რუსეთია“ .

banner
წინა სტატიაშიმამაკაცებს რატომ უჩნდება აგრესია?!
შემდეგი სტატიაევროს კურსი დოლართან მიმართებაში ცხრა წლის მანძილზე მინიმუმამდე დავარდა