ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ცხრა წლის მანძილზე მინიმუმამდე დავარდა

ლიტვა ევროზონაში გაწევრიანებას ზეიმობს

ლიტვა ევროზონაში გაწევრიანებას ზეიმობსდღეს დილით ევროს კურსი დოლართან მიმარტებაში1, 2%-ით დავარდა და 1, 1864 დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი კურსია 2006 წლიდან.
ევროს კურსის ვარდნა გამოიწვია ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის გამოსვლამ, რომელმაც მიანიშნა, რომ ბანკი მალე აპირებს დაიწყოს ე.წ. „რაოდენობრივი გამარტივების“ (QE) პროგრამა, რომლის მიზანი ფულის კუპიურის გაზრდაა.
როგორც ექსპეტრტები ამბობენ, პოლიტიკური კრიზისი საბერძნეთში ევროს კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულ მაჩვენებლამდე დაწეული საპროცენტო განაკვეთებით იყიდა საქმიანი ქაღალდები მთელი რიგი კერძო კომპანიებისგან, თუმცა „რაოდენობრივი გამარტივების“ ფართომასშტაბური პოლიტიკა დღემდე არ გამოუყენებია.

banner
წინა სტატიაში„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“
შემდეგი სტატიაბოსტონში ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყო