,,ესენი იპარავენ”: ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე რომელზეც დაახლოებით სამასი ადამიანი იმყოფება, მონაწილეეებს შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ “მოვითხოვთ კომპენსაციას”, ესენი (ბიძინა ივანიშვილი, ლევან შონია, ლაშა გოგია) იპარავენ” და სხვ. ამასთან, მათ ადგილზე მავნებლის მიერ დაზიანებული სიმინდი, თხილი და პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული და დახოცილი აზიური ფაროსანა მიიტანეს.
აქციაზე ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ელოდებიან.

„ფაროსანამ ყველაფერი შეჭამა, გადახრა და დაგვტოვა მშივრები. აქ იმიტომ ვართ, რომ გვინდა მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

banner
წინა სტატიაში,,ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება”
შემდეგი სტატია”ვიზეარი” ქუთაისიდან ფრენებს ათენის მიმართულებითაც იწყებს