,,ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება”

 

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენიქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთთქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენიქვეყნისთვის“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტისდამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისთქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა და თანადგომა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში. „მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდადაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქიყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფროლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში დადედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიანმნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში“ – აღნიშნა კახაკალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტსმენებს თბილისის განვითარების პროგრამულიხედვა გააცნო. შეხვედრას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. „დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი ერთ-ერთი სპორტული ქალაქიც გახდება. ეჭვი არგვეპარება, რომ კახა წარმატებული მერი იქნება, რადგან ის წარმატებული იყო ყველასფეროში და ამას მიაღწია თავდაუზოგავი შრომით, ქვეყნის განსაკუთრებულისიყვარულით, უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო ქვეყნისსამსახურში, ერთგული ადამიანია და ამ თვისებებით ის შეძლებს, რომ საქართველოსისტორიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იყოს“ – განაცხადასპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა. კახა კალაძის პროგრამულმა ხედვამ სპორტსმენების მოწონება და მხარდაჭერადაიმსახურა. „პროგრამა შესანიშნავია. მისი მესამედიც რომ განხორციელდეს, ეს იქნებაბრწყინვალე. ყველაფერი გათვლილია და ბატონი კახას ენერგიიდან გამომდინარე,დარწმუნებული ვარ, ის მერობის ღირსეული კანდიდატია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამსაარჩევნო რბოლას გამარჯვებით დაასრულებს. მე ვერ ვხედავ უბრალოდ მისკონკურენტს. ვფიქრობ, რომ მართლაც შთამბეჭდავია ეს პროგრამა“ – აღნიშნაშეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა. „კახა რეალისტი კაცია და რეალურად აქვს შეფასებული რამდენად საპასუხისმგებლოპოსტზე უნდა ავირჩიოთ. ის სიტყვის კაცია და ჩვენც გვერდით დავუდგებით, რომ ეს
წარმოდგენილი გეგმა შეასრულოს“ – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა დამწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: გელა თოლორაიამ გოგა ნაჭყებიასგან 100 ათასი დოლარი აიღო
შემდეგი სტატია,,ესენი იპარავენ”: ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს