,,ეს ვიდეოები ორ მიზანს ემსახურება : ერთი ახალგაზრდების დაყოლიებაა”

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, ისლამური სახელმწიფოს სახელით ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ ვიდეოების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ “ის ორ მიზანს ემსახურებოდა”. ერთი – კონკრეტული პირების მისამართით წარმოთქმულ მუქარას და მეორე – ახალგაზრდების დასაყოლიებლად.

ამის შესახებ რუსუდან გოცირიძემ გადაცემა არჩევანში განაცხადა.

„ეს ვიდეო ორი მიზანს ემსახურება. თვითონ ვიდეოს მუსიკაც და ამ ადამიანის მიმართვაც, რომელიც ისე საუბრობს, რომ ეჭვის შეტანის შანს არ გიტოვებს. ეს იმ ახალგაზრდებისათვის არის, ვისი ყურისათვისაც ისლამური სახელმწიფო რაღაც სასიამოვნო და ტკბილ-ჟღერადი არის. მათთვის ეს ვიდეო შეიძლება. ყოფილიყო აღფრთოვანების საგანი. მეორე სამიზნე იყო ის ადამიანები, ვისაც ემუქრებიან და ვის გულსაც ვერ მოიგებდნენ ამ ვიდეოთი. სწორედ ეს ორი სამიზნე უნდა გავითვალისწინოთ და დიდი მადლობა რუსთავი2-ს, რომ ამ ვიდეოების ტრიალს არ აჰყვა,“ – აცხადებს რუსუდან გოცირიძე.

ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მოუწოდებს მუსლიმან წინამძღვრებს, მეტი განათლებისთვის თემში უფრო სერიოზულად იმუშაონ.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი ზომები არის ადეკვატური ჩვენი რისკებისა და საფრთხეებისა”
შემდეგი სტატია,,მთავრობამ ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც ვიდეოში არის საუბარი”