,,მთავრობამ ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც ვიდეოში არის საუბარი”

“სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა,” – ასე გამოეხმაურა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, სკანდალურ მიმართვას, სადაც ოთხი ქართველი საქართველოს ემუქრება.

თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ “ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი”.

“სამწუხაროდ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ყველა ის ნაბიჯი გადადგა, რისი გადადგმაც არ შეიძლებოდა. ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს მუსლიმა სასულიერო პირებთან ერთად ყველა სასულიერო პირმა, მათ შორის უმრავლესობის ქრისტიან ღვდელმსახურს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მოსახლეობას სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს. ძალიან დიდი ნიადაგი არსებობს იმისა, რომ რელიგიური ნიადაგზე ურთიერთდაპირისპირების საფრთხე შეიქმნას. თუ ქრისტიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ საფრთხეში იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. შიში და ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის მიმართვა ვითარებას კიდევ უფრო გამწვავებს ვითარებას,” – აცხადებს რუსუდან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში,,ეს ვიდეოები ორ მიზანს ემსახურება : ერთი ახალგაზრდების დაყოლიებაა”
შემდეგი სტატიაყირიმი დარჩა შუქის გარეშე