„ეს სცენარი არის ივანიშვილი-კალაძის” – მიხეილ მაჭავარიანი კორცხელის ინციდენტზე

მმართველი გუნდის განცხადებებს კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოხმაურება მოყვა ოპოზიციის მხრიდან. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, მსგავსი რიტორიკა სახელისუფლო პირების მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხდარი ფაქტი, ორგანიზებული იყო სწორედ მმართველი გუნდის მხრიდან.

კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა და განაცხადა, რომ გამოძიებას დრო ჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტიდან ხუთი დღე გავიდა.

კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემის ფაქტზე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების მსგავსად, მმართველი გუნდიც მიუთითებს, რომ გამოძიებას მეტი დრო ჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ინციდენტის პროვოკატორებიც უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ.

ვიცე პრემიერმა დღეს ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, სპორტსმენების დაკავების უფლება მათი უწყებაში გამოცხადების მომენტისთვის არ ჰქონდათ, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ იდეის ავტორები იყვნენ ყოფილი პრემიერი და ვიცე პრემიერი კახი კალაძე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ სპორტსმენებს გირაო შეუფარდოს, რის არგუმენტადაც დასახელდეს ის ფაქტი, რომ ისინი დაკითხვაზე თავად მივიდნენ.

„ეს სცენარი არის ივანიშვილი-კალაძის, ვინაიდან კალაძემ შექმნა ეს ჯგუფი, ის არის ამ ჯგუფია პასუხისმგებელი,“ – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშიკაუნასში, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა