ერდოღანის იდეა: ყველა განსასჯელს ერთნაირი ტანსაცმელი

2 დღის წინ, თურქეთის ამბოხის წლისთავზე, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ თურქული მედიით გაჟრერებულ იდეას, რომ ,,გიულენის მომხრეებისა და სხვა ტერორორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებულ პირებს, სასამართლოზე წარდგენისას, გუანტანამოს პატიმრების მსგავსი, ერთნაირი ფორმები უნდა ეცვათ,, დღეს თურქეთის ვიცე-პრემიერი ნუმან ქურთულმუში გამოეხმაურა.
ქურთულმუშის განცხადებით, სწორი იქნება თუ ყველა განსასჯელი ერთნაირი ფორმით წარდგენა სასამართლოზე და ამ იდეაზე უკვე მუშაობს თურქეთის იუსტიციის სამინისტრო და უახლოეს ხანებში ის ნორმა გახდება.
ერდოღანის მიერ მსგავსი იდეის გაჟღერებას, წინ უძღოდა ერთი მოვლენა.კერძოდ ერთი კვირით ადრე, ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულ პირთა ჯგუფის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ტანზე მაისური ეცვა, წარწერით ,,Hero,, (ინგლ. გმირი), რასაც ერდოღანისა და მისი მომხრეების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების იმ დაწესებულების ხელმძღვანელთა მიმართ, სადაც ზემოხსენებული ბრალდებული ჰყავდათ დაკავებული, გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი: სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: იმედია პოროშენკოს თბილისში საპონი და პირსახოცი მიაქვს