ერდოღანი დღეიდან  მნიშვნელოვან ვიზიტებს იწყებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 00:59

 ერდოღანი დღეიდან  მნიშვნელოვან ვიზიტებს იწყებს

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროსთურქული მედიის ინფორმაციით, დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რუსეთის ჩათვლით სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტებს იწყებს…

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს რუსეთში გაემგზავრება, სადაც სოჭში მას თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ  პუტინი მიიღებს. ისინი შეხვედრაზე  ძირითად ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის სირიის სამშვიდობო პროცესს დაუთმობენ.  შეხვედრაზე ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეთანხმებასაც განიხილავენ.

ერდოღანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ფარგლებში, რუსეთიდან  ჯერ ქუვეიტს, შემდეგ კი კატარს ეწვევა და ამ ქვეყნების ლიდერებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების საკითხებს განიხილავენ. თურქი პრეზიდენტი კატარში მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მესამე შეკრებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 00:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics