ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისევ ალაპარაკდნენ

ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისევ ალაპარაკდნენ

ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისევ ალაპარაკდნენქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზქციის ექეპერტებმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები ისევ დააფიქსირეს – ამის შესახებ “როიტერსი” გაეროს მისიის მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანს სისხლში ზარინი, ან მისი მსგავსი ნივთიერება აღმოუჩინეს ექიმებმა.
ექსპერტების განცხადებით, აუცილებელია ვითარების გამოძიება და დადგენა, არის თუ არა ისევ სირიაში ქიმიური იარაღი.

გუშინ ამერიკულმა კომპანია Veolia-მ სირიის მიერ გადაცემული ქიმიური იარაღის უტილიზაცია დაასრულა. ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება. Veolia-მ უკანასკნელი 75 ერთეული ფტორის წყალბადის ცილინდრები ტეხასის ქარხნებში გაანადგურა.
სირიის ქიმიური განიარაღების საკითხი 2013 წლის შემდეგ მწვავედ დადგა. ქიმიური იარაღისგან სირიის ომში ასობით ადამიანი დაიღუპა.

დამასკო მოსკოვის შუამდგომლობით დათანხმდა საკუთარი ქიმიური იარაღის არსენალის გასანადგურებლად გადაცემას. 2015 წლის 2 თებერვალს რუსეთმა სირიის სრულ ქიმიურ განიარაღებაზე გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამადრიდის “რეალის” მწვრთნელად ზიდანი დაინიშნა