ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

xanzariქალაქ ფოთში საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცეცხლმა სახლის პირველი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთები გაანადგურა.

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგამათბობელს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ფოთის სახანძრო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ და მათ რამდენიმე წუთში შეძლეს ცეცხლის ლიკვიდირება.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ქუთაისში
შემდეგი სტატიაექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისევ ალაპარაკდნენ