მადრიდის “რეალის” მწვრთნელად ზიდანი დაინიშნა

111 (1)ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა “რეალი” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დაითხოვა და თანამდებობაზე ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი დანიშნა.
55 წლის ესპანელი გუშინ კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე იქნა დათხოვილი.
სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე კლუბის ხელმძღვანელობამ ყოფილ მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარადგინა ახალი მწვრთნელი.

ზიდანი “რეალში” 2001-2006 წლებში თამაშობდა და ახალ პოზიციამდე “რეალის” ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა.

2001 წელს ფეხბურთელი “რეალმა” მაშინ რეკორდულ თანხად 75 მილიონ ევროდ მიიწვია. ის იმ ვარსკვლავური “რეალის” ნაკრების შემადგენლობაში იყო, რომელსაც “გალაქტიკოსს” ეძახდნენ და სადაც თამაშობდნენ ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი, რონალდო, დევიდ ბეკჰემი და სხვები.
2003 წელს ზიდანი მესამედ დაასახელა ფიფამ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისევ ალაპარაკდნენ
შემდეგი სტატიამგზავრმა ამსტერდამ-პეკინის რეისზე მეორე პილოტი დაჭრა