ექსპერტები 2017 წლის მსოფლიო რისკებს ასახელებენ

news
: news იანვარი 12, 2017 00:05

ექსპერტები 2017 წლის მსოფლიო რისკებს ასახელებენ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (მეფ) ექსპერტების თქმით, 2017 წლის მთავარი რისკი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები იქნება, რომელიც მასობრივ მიგრაციას გამოიწვევს, ასევე ტერორისტული აქტები.
მსოფლიო რისკების ყოველწლიური მოხსენება არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრაზე წარადგინეს, რომელიც დავოსში გაიმართა.
რისკების ხუთეულში, მოხსენების ავტორებმა, ასევე შეიტანეს ბუნებრივი კატასტროფები და მსხვილი თაღლითობები, რომელიც მონაცემთა ბაზების მანიპულიაციებს უკავშირდება.
სიაში, ასევე შევიდა კიბერშეტევები, არაკანონიერი ვაჭრობა (მათ შორის, იარაღით, რადიოაქტიური ნივთიერებებით, ნივთიერებებით, რომელთა ბრუნვა აკრძალულია ან შეზღუდულია), სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და მთავრობების წარუმატებლობები.

მეფ-ის ექსპერტები თვლიან, რომ დროა საბაზრო კაპიტალიზმის რეფორმირებაზე იფიქრონ: ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა და ნაკლებად განათლებული მოსახლეობა, თვლის, რომ ისინი ვერ უსწრებენ საზოგადოებრივ ცვლილებებს, რაც სოციალურ კონფლიქტებს იწვევს და რამაც, სამომავლოდ, შესაძლებელია ბევრი რისკი წარმოშვას.

news
: news იანვარი 12, 2017 00:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics