პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპოანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები 2017 წლის მსოფლიო რისკებს ასახელებენ
შემდეგი სტატიაპან გი მუნის ძმას და ძმისშვილს კურუფციის შესახებ ბრალი წაუყენეს