გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა – ქვეყნის შს მინისტრმა თომას დე მეზერემ განაცხადა. მიმდინარე წელს თავშესაფრის მისაღებად ქვეყანას 280 ათასმა ადამიანმა მიმართა, მაშინ, როცა გასულ წელს, იგივე მაჩვენებელი, 890 ათასი ადამიანი იყო.

მეზერემ თქვა, რომ ამის მიზეზი თურქეთ-ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება და, ასევე, ბალკანეთის მარშრუტის გადაკეტვაა. “ასოშეითედ პრესი” ამატებს, რომ ბევრი, ვინც 2015-ში შევიდა ქვეყანაში, თავშესაფარი მხოლოდ 2016-ში მოითხოვა, ანუ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რეალურად, შესაძლებელია, სამჯერ მეტად შემცირდა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშინორვეგია პირველად მსოფლიოში ალანოგურ რადიოზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაექსპერტები 2017 წლის მსოფლიო რისკებს ასახელებენ