„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა

 

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება. როგორც  ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განაცხადა, ხუთშაბათს, გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი.
„საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და მუშაობა სრულად აღდგება. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია“, – განაცხადა ხუბუამ.

„ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი იმის დადგენა უნდა იყოს, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს