ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

news
: news იანვარი 26, 2016 12:56 განახლებულია

ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

მნიშვნელოვანი

  • ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სხვა სტატიები

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

უწყების ცნობით, აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება. პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები.

აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა.

მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

news
: news იანვარი 26, 2016 12:56 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics