პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 2016 წლის კოლექცია Dior-მა წარადგინა

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე VERCACHE-ს მოდის სახლის შემდეგ, 2016 წლის კოლექცია Dior-მა წარადგინა. ახალი საგაზაფხულო და საზაფხულო კოსტიუმები ორმა დიზაინერმა ერთობლივად შექმნა და კვირეულზე ბრენდის სახელით წარდგა.

როდენის მუზეუმის ბაღში სპეციალურად მოაწყვეს სარკეებიანი დარბაზი, რომელმაც მაყურებლისთვის ჩვენება უფრო ეფექტური და სანახაობრივი გახადა.

დიზაინერების განცხადებით, მათ შექმნეს კოსტიუმები თანამედროვე ქალისთვის, რომელსაც ყოველთვის ეჩქარება, მაგრამ სურს ამაყად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში უნდა მოისმინოს
შემდეგი სტატიაელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება