ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

უწყების ცნობით, აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება. პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები.

აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა.

მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

banner
წინა სტატიაშიპარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 2016 წლის კოლექცია Dior-მა წარადგინა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში ვულკანის ამოფრქვევა მოხდა