ეკა გიგაური: “კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2- ის ჟურნალისტებს”

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: "ნამდვილად არ ვიცი ფეხბურთის ფედერაციის პრობლემატიკა და არც უწინ და არც ახლა, როგორც გარედან მაყურებელი უბრალოდ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთი დღეს კრიზისს განიცდის თამაშების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ ის რაც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება სირცხვილთან ერთად სავარაუდოდ კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, რომლებმაც ყველაფერთან ერთად ისიც უზრუნველყვეს, რომ ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს თუ გაიმარჯვა კობიაშვილმა. და არველაძის გამარჯვება კი გმირობის ტოლფასად ჩაითვლება. რაც პრინციპში ასეც გმოვა. ახლა ერთი კითხვაც ჩნდება: პოლიციის, პროკურატურის, მედიის, სასამართლოს, სპორტის და ა.შ. პოლიტიზირება რომელ ხელისუფლებას გამოადგა ამ ქვეყანაში? რა ვიცი წინას არ გამოსდგომია და არც იმის წინას და ამას ვითომ გამოადგება თუ ასე გააგრძელებს ? ნუ დრო გვანახებს" - წერს ეკა გიგაური.1.დღეს უკვე აშკარაა, რომ ლოგოზე და საავტორო უფლებებზე დავა ხელოვნურად მოხდა და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, საქმე კონკრეტულად მოსამართლე ურთმელიძესთან მოხვედრილიყო. დღევანდელმა ბლიც სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. სასამართლოს პროცესზე მთლიანობაში დაიხარჯა 50 საათი, რაც არის სამ სრულ დღეზე ნაკლები.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გამორიცხა ამ ეტაპზე დაუყოვნებლივი აღსრულება ძალიან კარგია, რადგანაც არის დრო იმისთვის, რომ ზედა ინსტანციების სასამართლოებმა მაინც მოხსნან ყველა კითხის ნიშანი ქვედა ინსტანციის სასამართლოს პროცესთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
3. რუსთავის წილების გადაფორმება სხვადასხვა ეტაპზე კითხვის ნიშნებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს წილები ქიბარ ხალვაშის გახდა. ზუსტად ამიტომ მისი, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის საკითხიც გასარკვევია.
4. წინა ხელისუფლების დროს მედიაზე ზეწოლა იყო აბსოლუტურად მიუღებელი და საქართველოს დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ამის დაშვება ამ ქვეყანაში აღარ შეიძლება.
5. ზუსტად ამიტომ ყოველთვის ვიქნები რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მხარდამჭერი, რადგანაც რუსთავის კრიტიკული მაუწყებლობა უნდა გადარჩეს. იგივეს ვიზამ ყველა კრიტიკული ტელეარხის მიმართებაშიც. ამიტომ ისინი ნებისმიერი ზეწოლისგან უნდა დავიცვათ, იქნება ეს დღევანდელი თუ ყოფილი ხელისუფლების წევრები თუ მათთან დაახლოებული პირები.
კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2 ის ჟურნალისტებს

banner
წინა სტატიაშიდღეს ცხადზე ცხადია, რომ ურთმელიძემ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთის დაშინება უპერსპექტივო საქმიანობაა…