დიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს

Crime Scene

მორიგი სპეცოპერაცია თბილისში და რამდენიმე ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს. აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ მის ავტომობილში მყოფი კიდევ ორი ახალგაზრდა აიყვანა.
საგამოძიებო მოქმედებები დღეს ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, ბიზნესმენის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა დავით ბერბერაშვილის, იგივე ბერბერას კუთვნილი სასტუმრო გაჩხრიკეს.
აგლაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან „კურიერის“ ინფორმაციით, ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ბერბერაშვილსა და გიორგი ჭიჭინაძეს კრიმინალური პოლიცია თანხის გამოძალვასაც ედავება.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა და რუჰანიმ ირანის ატომური შეთანხმება განიხილეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ყრილობა – ივანიშვილი პარტიას დღეიდან თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს