“ქართული ოცნების” ყრილობა – ივანიშვილი პარტიას დღეიდან თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს

ბიძინა ივანიშვილი დღეიდან “ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს.

ყოფილი პრემიერი ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.

მმართველი პარტიის რიგით მე-5 ყრილობის პირველი ნაწილი სრულად დახურული იქნება. მედია მხოლოდ მმართველი პარტიის ყრილობის მეორე ნაწილს დაესწრება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარედ აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლა გუნდში არსებულ დაპირისპირებას დაასრულებს.

„მთავარი ამოცანა ყრილობის არის რომ მოხდეს პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცება და განახლდეს პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. შეიძლება თქვას, რომ ყრილობის შემდეგ პარტიაში დაიწყება რეფორმების ახალი ტალღა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ინტენსიური კონსულტაციები ყრილობის შემდეგ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს “ მეხუთე ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევსპოლიტიკური