დავით ნარმანია: ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ, რაიმე, რაც მათთვის კუთვნილი იყო, ვერ მიიღო

ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ვინმემ რაიმე რაც მათთვის კუთვნილი იყო, ვერ მიიღო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმიანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საწყობებში არსებულ პროდუქტებზე და მათი განაწილების საკითხზე. დედაქალაქის მერის თქმით, მოსახლეობას ურიგდებოდა ყველაფერი, რაც გათვალისწინებული იყო დადგენილი ნორმის მიხედვით.

“მოსახლეობას ურიგდებოდა ის ყველაფერი, რაც გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, ჩვენს მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით. კერძოდ, როცა ხდებოდა დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ამის შემდეგ ეძლეოდათ მათ ის აუცილებელი რამ, რაც სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის იყო საჭირო. ხოლო რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ტანსაცმელსა და სხვა პროდუქტებს, ძალიან ოპერატიულად რიგდებოდა სტიქიის დღეებშივე. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ, რაიმე, რაც მათთვის კუთვნილი იყო, ვერ მიიღო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილი პროდუქტები საწყობში ფუჭდებოდა და დაზარალებულები პროდუქტებსა და ტანსაცმელს დროულად ვერ იღებდნენ.

banner
წინა სტატიაში“კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა”- ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000-დან 32 000-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაწყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება