“კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა”- ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000-დან 32 000-მდე გაიზარდა

news
ავტ.: news ნოემბერი 28, 2015 13:32

“კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა”- ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000-დან 32 000-მდე გაიზარდა

უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000 – დან 32 000 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით,2014 წელს თბილისში უფასო სასადილოში 13 200 ბენეფიციარი იკვებებოდა , წლის ბოლო კვარტალში 9526 სოციალურად დაუცველი იყო რიგში, რომელიც ყველა წესს აკმაყოფილებდა და ელოდებოდა პროგრამაში ჩართვას . “მედიატორის” ცნობით, მაშინ 5356 ბენეფიციარი დააკმაყოფილეს და დანარჩენი 4170 ადამიანი 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინეს . 2016 წლის ბიუჯეტში , რომელიც მერიამ წარმოადგინა მიმართვიანობა კიდევ გაზრდილია და ჯამში 32 000 სცილდება .

“კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა . ორ წელიწადში 13 000 – დან 32 000 – მდე ავიდა . მხოლოდ გლდანში და სამგორის რაიონში უფასო სასადილოში კვებისთის 12 000 – მდე მოქალაქეს აქვს მიმართული . ეს არის ის რეალობა რა რეალობაშიც არის ქვეყანა და მისი დედაქალაქი . ამ პირობებში მერია 100 000 ლარს ტუალეტის ასაშანებლად ითვალისწინებს, 1 მილიონ ლარს რკინის ჯებირებში და მილიონი ლარის კუბოს ყიდულობენ ცოცხალი ადამიანებისთვის,”-აცხადებენ “მედიატორში” .

news
ავტ.: news ნოემბერი 28, 2015 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics