წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება

თბილსის მერია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ წყენთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდით სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერი სტიქიის ზონაში, დედაქალაქის მთავრობის წერვებთან, გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ვითარებას სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანი მებაღეობის“ წევრებიც გაეცნენ.

კერძოდ, მომავალში დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, 13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოშლილი ფერდობიდან იგეგმება დაზიანებული ხეების მოცლა. ფერდობის დაზიანებული ხეებისგან გაწმენდა არის პირველი ეტაპი, შემდგომ კი აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ტიპის სამუშაოები დაიგეგმება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ფერდობიდან გატანილი დამუშავებული საშეშე მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.

„იმისათვის რომ მომავალშიც დამატებით არ შეიქმნას საფრთხე მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული და დაძრული ხის მასა მოიჭრას და გამოვიტანოთ. ჩვენ უკვე გვყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ეს სამუშაოები უნდა დაიწყოს უახლოეს დღეებში. დამუშავებული საშეშე მასალა გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ამის შემდეგ კი უკვე იქნება კონკრეტული შეფასებითი სამუშაოები დამატებით საინჟინრო გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოშლილი ფერდობზე დაზიანებული ხეები თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა შესაბამისი ექსპერტული დასკვნები.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ, რაიმე, რაც მათთვის კუთვნილი იყო, ვერ მიიღო
შემდეგი სტატიაშეიარაღებული თავდასხმა ეგვიპტეში- დაღუპულია 4 პოლიციელი