დავით კოღუაშვილი : ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს

“კონსულ ტაციები ბევრ თემაზე მიმდინარეობს, მათ შორის ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც”- აცხადებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით კოღუაშვილი. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას და განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს:

“მთავრობის ფორმიერბაზე განცხადებას მთავრობის თავმჯდომარე გააკეთებს. ეს მისი პრეროგატივაა, არ დაახანებს, ცვლილებებთან დაკავშირებით თვითონ პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, მათ შორის ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც. კონსულტაციები ბევრ თემაზე მიმდინარეობს, მათ შორის ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებითაც სავარაუდოდ” განაცხადა კოღუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით ვიქტორ დოლიძემ შესაძლოა მთავრობაში გადაინაცვლოს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის მაღაროში 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ