ჩინეთის მაღაროში 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს

ჩინეთში მაშველებმა მაღაროში აფეთქების შედეგად ბლოკირებული 33 მაღაროელი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ქალაქ ჩუნცინის მახლობლად მდებარე ქვანახშირის მაღაროში ავარია 31 ოქტომბერს მოხდა. მაშველები მიწისქვეშ ბლოკირებული მუშების გადარჩენას 24 საათზე მეტ ხანს ცდილობდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაიით, ყველა მაღაროელის ცხედარი ამოყვანილია და ამოცნობილია. ავარიის შედეგად გადარჩენა მხოლოდ ორმა მუშამ შეძლო.

ჯერჯერობით უნცბია, რამ გამოიწვია აფეთქება. დაწყებულია მომხდარის გამოძიება. ინციდენტის გამო რამდენიმე ახლომდებარე მაღარომ მუშაობა შეაჩერა.

ჩინეთში მაღაროებში ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება. ჩინეთი ქავანახშირის მოპოვებისა და მოხმარების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

banner
წინა სტატიაშირა აკავშირებს მიხეილ მაჭავარიანს ივანიშვილთან
შემდეგი სტატიადავით კოღუაშვილი : ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს