დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს პლენუმის სხდომას გამართავს. სხდომა 12:30 საათზეა ჩანიშნული და მასზე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები განიხილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებად და ამავე დროს კოლეგიების თავმჯდომარეებად მოიაზრებიან მოსამართლეები მერაბ ტურავა და თეიმურაზ ტუღუში, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციას სავარაუდოდ, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიდავით კოღუაშვილი : ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოვიდა ის მომენტი, როდესაც აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება, – დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკელებიდან” ლიდერების წასვლაზე საუბრობს