დავით ბაქრაძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ჭირდება პროცედურული გაფორმება, რაც სწარაფი ტემპით მიმდინარეობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პროცედურულად თანამიმდევრულად მიმდინარეობს.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE), საქართველოს საკითხს მაღალი შეფასება მისცა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტია წარმოდგენი პლენარულ სხდომაზე. მომავალ კომიტეტის სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ, რაც შეგროვდება შენიშვნები. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირიებით, ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პოზიცია, მოსაზრება, რომელიც გამოქვეყნდა და არის ასევე პოზიტიური. რაც მიუთითებს იმას, რომ პროცედურულად ეს საკითხი თანამიმდევრულად მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციას ჭირდება პროცედურული გაფორმება, რაც სწარაფი ტემპით მიმდინარეობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი მოლოდინი ჩვენ გავაჩინეთ კარგად განხორციელებული რეფორმებით და აქედან გამოწვეული ძალიან კარგი შეფასებებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მხოლოდ ოპტიმიზმით ვუყურებთ ევროპელი პარტნიორების განცხადებებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს გახდება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ჰოლანდიის ელჩს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა
შემდეგი სტატია”ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია”- ზვიად კვაჭანტირაძე არჩილ გეგეშიძეზე