დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც აინთება მწვანე შუქი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისთვის

სულ რამდენიმე საათის წინ მიიღეს გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც მიღწეულია უამრავი ადამიანის შრომისა და საქართველოს მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგად.

„მინდა, მოგილოცოთ ყველას. ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომისა, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ,“–აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია, სრულად ვუჭერთ მხარს უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას – მოგერინი
შემდეგი სტატია“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთავარი წინაღობა გადალახულია”