შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია, სრულად ვუჭერთ მხარს უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას – მოგერინი

ვიზელიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი „ტვიტერზე“ წერს.

მოგერინს „ტვიტერზე“ პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

“მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოსთვის. საქართველო მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალზიაციის ბოლო ეტაპის დაჩქარებას“,-წერის გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ
შემდეგი სტატიადარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც აინთება მწვანე შუქი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისთვის