“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთავარი წინაღობა გადალახულია”

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმი უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო მთავარი წინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებაში გვიშლიდა ხელს.

“დღეს ეს წინაღობა გადალახულია, როგორც ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, ასევე, პარტნიორობისა და მეგობრობის აქტიური ჩართულობით. ამ წინაღობის გადალახვის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად არ იქნეს მიღწეული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც აინთება მწვანე შუქი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისთვის
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით