ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს

ჩიენელმა ვან მინ ცინმა საკუთარი შვილი, რომელიც სამი წლის ასაკში დაკარგა, 24 წლის შემდეგ იპოვა . მამა 24 წლის მანძილზე იმედს არ კარგავდა და ყოველდღე ეძებდა შვილს. მრავალწლიანი ძებნის ისტორიამ ჩინეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ცი ფენი სამი წლის ასაკში დაიკარგა. ვან მინ ცენი და მისი მეუღლე ლიუ დენ ინი ხილის გამყიდველებად მუშაობდნენ. ერთხელ საღამოს ვან მინ ცინმა რამდენიმე წამით დატოვა შვილი მარტო – თვითონ ფულის დასახურდავებლად წავიდა, როცა დაბრუნდა, ქალიშვილი ადგილზე არ დახვდა. ამის შემდეგ მრავალწლიანი ძებნა დაიწყო, ჯერ ქალაქშივე, შემგედ – შემოგარენში, განაცხადეს პოლიციაში, განცხადებებს აქვეყნებდნენ გაზეთებში – ყველაფერი უშედეგოდ, ამასთანავე, წყვილს კიდევ ორი შვილი ეყოლა, მაგრამ მამას დაკარგული შვილი არ ავიწყდებოდა. 2015 წელს ვანმა ტაქსის მძღოლობა დაიწყო იმ იმედით, რომ ერთხელაც, შეიძლებოდა მისი შვილი ჩამჯდარიყო მანქანაში. უკანა მინაზე მან განცხადება გააკრა გოგონას შესახებ, ამ ისტორიას უყვებოდა ყველა მგზავრს. ვანის მგზავრებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, ასეთმა უცნაურმა ძებნამ მედიის ყურადღება მიიპყრო – “ერთხელ შეიძლება ჩემმა შვილმა გააჩეროს ჩემი ტაქსი” – ეუბნებოდა ვანი ჟურნალისტებს.
გასულ წელს ძებნა სხვა ეტაპზე გადავიდა – ვანს ერთი მხატვარი დაეხმარა, პატარაობის ფოტოდან ქალიშვილის პორტრეტი დაუხატა ისეთი, როგორც შეიძლებოდა ამდენი წლის შემდეგ ყოფილიყო.


27 წლის კან ინმა, რომელიც ვანის ქალაქიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა, ნახა გავრცელებული პორტრეტი, რომელიც მას ძალიან გავდა, მიმდინარე წლის დასაწყისში მან ვანს მიწერა, რომ შესაძლებელია ის არის მისი ქალიშვილი. გააკეთეს დნმ-ის ანალიზი – პასუხი დამაკმაყოფილებელი მოვიდა – ვანმა ბოლოსდაბოლოს იპოვა დაკარგული შვილი. 2 აპრილს ვანი პირველად დაელაპარაკა კან ინს. “ამ მომენტიდან შენ მამა გყავს და არაფერზე იდარდო, მამა ყველაფერში დაგეხმარება” – უთხრა ვანმა ქალიშვილს.

3 აპრილს კან ინი, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობს, ქმართან და შვილებთან ერთად მამასთან ჩაფრინდა. ეს ისტორია ისეთი გახმაურებული იყო, რომ მამა-შვილის შეხვედრას ასობით ჩინელი ესწრებოდა. ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ტიროდნენ. როგორც მედიამ გაარკვია, დაკარგული გოგონა გათხოვებამდე დაკარგვის ადგილიდან 20 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. მან იცოდა, რომ ის ქუჩაში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი თურქეთს С-400 -ების ერთობლივ წარმოებას დაპირდა
შემდეგი სტატიაYoutube-ის შტაბინაში მსროლელმა ქალმა თავი მოიკლა,არიან დაშავებულები