Youtube-ის შტაბინაში მსროლელმა ქალმა თავი მოიკლა,არიან დაშავებულები

ბოლო ინფორმაციით, ქალმა, რომელმაც Youtube-ის შტაბინაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. ასევე, ვრცელდება, რომ მას ტყვიაგამძლე ჟილეტი ეცვა. კალიფორნიის საავადმყოფოებში სხვადასხვა დაზიანებებით გადაყვანილია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ოთხი დაჭრილია, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში. კალიფორნიის პოლიციის შეფმა თავდასხმის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურულია. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება. ბოროტმოქმედის ვინაობა და დანაშაულის მოტივების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

https://youtu.be/0cACx0DySaA

 

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დააკავეს