პუტინი თურქეთს С-400 -ების ერთობლივ წარმოებას დაპირდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თურქ კოლეგასთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთი თურქეთს, С-400 საზენიტო რაკეტების მიწოდების პარალელურად, ამ რაკეტების ტექნოლოგიაც გადასცემს, შემდგომში მისი ერთობლივი წარმოების დასაწყებად.

,,С-400-ების ერთობლივი წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხი, რაიმე ნდობის ან პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში არ შედის… ეს, უშუალოდ კომერციული საკითხია, რომელიც ორ სამეურნეო სუბიექტს შორის წყდება. რაიმე სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებები ამ თემაზე და არც შეზღუდვები არ გაგვაჩნია,,- განაცხადა პუტინმა.

თურქული მედიის ცნობით, ცნობილი გახდა ასევე თურქეთის მიერ რუსეთში შესაძენი С-400-ების მიწოდების თარიღიც, რომელიც 2019 წლის ივლისის თვედ სახელდება.

banner
წინა სტატიაშიდაუდასტურებელი ინფორმაციით YouTube-ში ქალი ისროდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს